კონფერენცია

პრენატალური ულტრასონოგრაფია კლინიკურ პრაქტიკაში - ISUOG Approved Course

31 ოქტომბერი 2026 10:00–18:00 თბილისი, სასტუმრო ბილტმორი
პრენატალური ულტრასონოგრაფია კლინიკურ პრაქტიკაში -  ISUOG Approved Course

საქართველოში პირველად, ულტრასაუნდ აკადემიის ასოციაცია მასპინძლობს ISUOG-ის მიერ აღიარებულ საგანმანათლებლო კონფერენციას, საერთაშორისო ფაკულტეტისა და ISUOG-ის ელჩების მონაწილეობით. კურსი მოიცავს პრენატალური ულტრასონოგრაფიის თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებსა და ISUOG-ის საერთაშორისო რეკომენდაციებს.

ულტრასაუნდ აკადემიის ასოციაცია სიამაყით გაცნობებთ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას - კონფერენცია „პრენატალური ულტრასონოგრაფია კლინიკურ პრაქტიკაში“ (Prenatal Ultrasound in Clinical Practice) ოფიციალურად დამტკიცდა International Society of Ultrasound in Obstetrics and Gynecology (ISUOG)-ის მიერ, როგორც ISUOG Approved Course.

ღონისძიება 2026 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს სამედიცინო საგანმანათლებლო სივრცისთვის - საქართველოში პირველად ტარდება ISUOG-ის მიერ აღიარებული საგანმანათლებლო კურსი, საერთაშორისო სტანდარტებისა და ISUOG-ის საგანმანათლებლო პრინციპების შესაბამისად.

კურსში მონაწილეობას მიიღებენ ISUOG-ის ელჩები და საერთაშორისო ფაკულტეტის წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეებს გაუზიარებენ თანამედროვე ცოდნას, კლინიკურ გამოცდილებასა და პრენატალური ულტრასონოგრაფიის საერთაშორისო პრაქტიკას. ღონისძიება ასევე მიზნად ისახავს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის სპეციალისტების გაერთიანებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებასა და რეგიონში მაღალი ხარისხის ულტრაბგერითი განათლების ხელშეწყობას.

კონფერენციის მიზანი

კურსის მთავარი მიზანია პრენატალური ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მიმართულებით სტრუქტურირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლების უზრუნველყოფა ISUOG-ის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.

საგანმანათლებლო პროგრამა დაეხმარება მონაწილეებს გაიღრმაონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები პრენატალური ულტრასონოგრაფიის ძირითად მიმართულებებში, მათ შორის:

  • პირველი ტრიმესტრის სტანდარტული ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • მეორე ტრიმესტრის სტანდარტული ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • ნაყოფის ანატომიის სისტემური შეფასება და ანომალიების იდენტიფიცირება;
  • პრენატალურ დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანი ულტრაბგერითი მარკერების შეფასება;
  • ნაყოფის ცენტრალური ნერვული სისტემისა და გულის ულტრაბგერითი შეფასების ძირითადი პრინციპები;
  • დოპლეროგრაფიული კვლევის თანამედროვე მიდგომები და მათი კლინიკური გამოყენება;
  • მრავალნაყოფიანი ორსულობის ულტრაბგერითი შეფასება და მონიტორინგის ძირითადი პრინციპები;
  • საერთაშორისო რეკომენდაციების ინტეგრირება ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში.

საერთაშორისო თანამშრომლობა და რეგიონული მნიშვნელობა

ISUOG Approved Course-ის საქართველოში პირველად ჩატარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ულტრაბგერითი განათლების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოების მიმართულებით.

ღონისძიება ქმნის შესაძლებლობას, რომ ქართველ და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების სპეციალისტებს უშუალო წვდომა ჰქონდეთ საერთაშორისო ექსპერტიზაზე, თანამედროვე კლინიკურ მიდგომებსა და ISUOG-ის მიერ შემუშავებულ პროფესიულ რეკომენდაციებზე.

კურსი ასევე წარმოადგენს პლატფორმას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებისა და საერთაშორისო და რეგიონული პროფესიული ქსელების განვითარებისათვის.

ულტრასაუნდ აკადემიის ასოციაციისთვის აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოში უწყვეტი სამედიცინო განათლების განვითარების, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სფეროში პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

თარიღი: 31 ოქტომბერი, 2026

ღონისძიება: Prenatal Ultrasound in Clinical Practice

სტატუსი: ISUOG Approved Course

ღონისძიება „Prenatal Ultrasound in Clinical Practice“ გამოქვეყნებულია International Society of Ultrasound in Obstetrics and Gynecology (ISUOG)-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, როგორც ISUOG Approved Course.

🌐 ღონისძიების ოფიციალური გვერდი ISUOG-ის ვებგვერდზე

რეგისტრაცია დასვით კითხვა

სხვა მომავალი ღონისძიებები

ყველა ღონისძიება
საქართველოს გადაუდებელი რადიოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება პირველი საერთაშორისო კონფერენცია 3 ოქტ კონფერენცია

საქართველოს გადაუდებელი რადიოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება პირველი საერთაშორისო კონფერენცია

„Point-of-Care Ultrasound (POCUS) გადაუდებელ მედიცინაში: დიაგნოსტიკა, კლინიკური გადაწყვეტილებების მიღება და კრიტიკული პაციენტების მართვა“ …

3 ოქტომბერი 2026 – 4 ოქტომბერი 2026 ულტრასაუნდ აკადემია, თბილისი, საქართველო
დეტალები რეგისტრაცია